top of page
111.jpg

ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია აგროკომბი დაარსდა 2020 წელს და დღეისათვის წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მასშტაბურ და გამორჩეულ საწარმოს რეგიონში, რომელიც აწარმოებს ცხოველთა კომბინირებულ საკვებს. ევროპული და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საწარმოში დასაქმებულია 50 ადამიანი, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული სფეროს გამორჩეულ ექსპერტებს. 

პროდუქცია

წარმოებაში გვაქვს 33 დასახელების მზა გრანულირებული საკვები პროდუქტი. ვამზადებთ საკვებს როგორც ბროილერის, ასევე მეკვერცხული ქათმისთვის, ღორისა და მსხვილფეხა საქონლისთვის. პროდუქცია მოიცავს როგორც პირველად საკვებს - სტარტერებს, ასევე სრულ ციკლს დამთავრებული საქონლის ზრდასრულ ასაკამდე.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ადამიანებს წვდომა მივცეთ უსაფრთხო და ჯანსაღ საკვებზე. ჩვენს საკვებზე აღზრდილი საქონლის და ფრინველის ხორცი იყოს უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტი ბავშვებისთვის და ყველა მიზნობრივი სეგმენტისთვის 

ჩვენი მიზნები

ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო და გრძელვადიანი პარტნიორი ჩვენი მომხმარებლებისთვის და ჩვენს მიერ წარმოებული საკვები იყოს გარანტი ფერმერებისთვის საუკეთესო ფინანსური შედეგების მისაღწევად

ISO სტანდარტი

აგროკომბში კომბინირებული საკვების საწარმოებლად დანერგილი გვაქვს "სურსათის უვნებლობის მენეჯემენტის სისტემა", რომელიც დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორების მხრიდან (TUV GERMANY) ჩვენთვის  მონიჭებული ISO 22,000 სერტიფიკატით  

ჩვენი უპირატესობები

უფასო მიწოდება

საუკეთესო ფასები

ნატურალური პროდუქტი

გაჯერებულია ვიტამინებით

ფართე ასორტიმენტი

უფასო კონსულტაცია

bottom of page